პენტაგონის ამბიციური გეგმა

დაზვერვის ცენტრალური სააგენტო 1600 ახალი აგენტის აყვანას გეგმავს
გავლენიანი ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ აცხადებს, რომ თავდაცვის დეპარტამენტს სადაზვერვო სამსახურის შექმნის ამბიციური გეგმა აქვს. ეს სააგენტო დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს პარალელურად იარსებებს.
გეგმის თანახმად, ამერიკის სამხერდო დაზვერვის სააგენტო მისიას შეიცვლის და ის უფრო აქტიურად იმუშავებს დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსთან და ელიტარულ სამხედრო დანაყოფებთან.

გაზეთი იუწყება, რომ სააგენტო 1600 ახალი აგენტის აყვანას გეგმავს მსოფლიოს მასშტაბით. ახალ აგენტებს დაზვერვის ცენტრალური სააგენტო გაწვრთნის, მაგრამ ისინი ჯაშუშურ დავალებებს თავდაცვის დეპარტამენტიდან მიიღებენ.