აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში საბიუჯეტო შეკვეცები იწყება
Your browser doesn’t support HTML5
თავდაცვის ბიუჯეტის შემცირების პირველი ნიშანი უკვე გამოჩნდა: პენტაგონმა გასულ თვეს ავიამზიდი „ჰარი ტრუმენი“ სპარსეთის ყურიდან გამოიყვანა. მასიური შეკვეცებისთვის დრო არც თუ კარგია. პენტაგონში ხელმძღვანელობის შეცვის პროცესი მიმდინარეობს. ლეონ პანეტა საბიუჯეტო შეკვეცებზე საუბრობს.
„თუკი შეკვეცები მოხდება, ეს თავდაცვის პროგრამების ჩაშლას და ჩვენი სამხედრო მზაობის გაუარესებას გამოიწვევს. ჩვენ უკვე დავიწყეთ გეგმის შემუშავება, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ შემთხვევაში. თუმცა ნათელია, რომ არჩევანი არც თუ კარგი გვაქვს,“ - განაცხადა ლეონ პანეტამ.
საჰაერო და საზღვაო ძალების ტრენინგები ან სეფერხებულია ან შეჩერებული. თავდაცვის დეპარტამენტს ყველაზე ფართომასტაბიანი შეკვეცა ელის. მისი ბიუჯეტი მომავალი 7 თვის მანძილზე 46 მილიარდით შემცირდება.
„ჩვენ თავდაცვის დეპარტამენტის 800 ათას სამოქალაქო თანამშრომელს 22 დღეზე მეტი ხნით შვებულებაში გავუშვებთ. მათი ხელფასები შესაძლოა 20 პროცენტით შემცირდეს. არ იფიქროთ, რომ ეს ჩვენს ეკონომიკაზე კარგად იმოქმედებს,“ - აღნიშნა პანეტამ.
თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება ათ წელიწადზეა გათვლილი და საბოლოო ჯამში 500 მილიარდ დოლარს აღწევს. პანეტას შემცვლელს თავდაცვის უწყების მართვა გაზრდილი საფართხეების პირობებში შემცირებული ბიუჯეტით მოუწევს.
ენტონი კორდესმანი ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიტიკოსია.
„ეს არის ძალიან დიდი დარტყმაა. საბოლოო სიტყვა კონგრესზეა. პასუხი კი არავინ იცის, თუ რა იქნება ამის შემდეგ,“ - ამბობს კორდესმანი.
ბიუჯეტის ბედი თეთრ სახლსა და კონგრესს შორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული. ანალიტიკოსები და პენტაგონის ლიდერები შიშობენ, რომ თავდაცვის ხარჯების შეკვეცა ქვეყნის უსაფრთხოებას დააზარალებს.