აშშ-ს ეროვნული არქივი სენსაციურ მასალებს გამოაქვეყნებს

აშშ-ს ეროვნული არქივი სენსაციურ მასალებს გამოაქვეყნებს

დღეს, ვაშინგტონში, ამერიკის ეროვნული არქივი სენსაციურ „პენტაგონის დოკუმენტებად“ წოდებულ მასალებს გამოაქვეყნებს. ამ დოკუმენტების ნაწილი, პირველად 40 წლის წინ დაბეჭდა გავლენიანმა გაზეთმა ნიუ იორკ თაიმსმა. საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით, ნიუ იორკ თაიმსში გაჟონა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის გასაიდუმლოებულმა ინფორმაციამ, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ ამწვავებდა ვიეტნამის კონფლიქტს ამერიკის შეერთებული შტატები და იმავდროულად, კონგრესი, ამერიკელი ხალხი, და ამერიკის მოკავშირეები შეყავდა შეცდომაში.

დღევანდელი პუბლიკაციით, სამხედრო ანალიტიკოსები დამატებითი სიახლეების გამჟღავნებას არ ელოდებიან.