პანეტას განცხადებით, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს
პენტაგონის განცხადებით, ორი წლის წინ ავღანეთში გაგზავნილი დამატებითი 33 ათასკაციანი კონტინგენტის ძირითადი ნაწილი უკვე გამოყვანილია.
ამერიკელი სამხედროების რაოდენობა, ამჟამად, ავღანეთში 68 ათას ჯარისკაცს შეადგენს, რაც დამატებითი ძალების გაგზავნამდე იყო. თავდაცვის მდივნის, ლეონ პანეტას განცხადებით, ავღანეთიდან ძალების გამოყვანა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
„შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა დაასრულეს დამატებითი ძალების გამოყვანის პროცესი. შესრულდა ის ვალდებულება, რაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2009 წელს აიღო 33 ათასი ჯარისკაცის გამოყვანის შესახებ,“ - განაცხადა ლეონ პანეტამ.