პენტაგონს თავდაცვის მდივნის სიტყვებთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოუხდა. საუბარია იმ აუდიოჩანაწერზე, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის გუბერნატორებთან ტელეკონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტებმა მოიპოვეს და სადაც თავდაცვის მდივანი, მარკ ესპერი, როგორც ჩანს, პროტესტთან დაკავშირებით ამბობს, "რაც უფრო მალე მოიპოვებთ დომინირებას ბრძოლის ველზე, მით უფრო სწრაფად დამთავრდება ეს ყველაფერი და ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდებით".
გარდა ამისა, ესპერს იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ ის პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, თეთრი სახლიდან გამოვიდა და წმინდა იოანეს ტაძართან მივიდა, მაშინ, როდესაც მიმდებარე ტერიტორიაზე ამ გამოსვლისთვის დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით დაშალეს.
ასევე ნახეთ: ტრამპი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებით იმუქრებათავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სამშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ესპერი პროფესიონალი სამხედრო პირია, რომელსაც "20 წელია ფორმა აცვია" და ის ამგვარ "შედარებით უჩვეულო სამხედრო ჩართულობის" შესაძლებლობაზე "ბრძოლის ველის" კონტექსტში იმიტომ საუბრობდა, რომ ეს ჩვეულებრივი ტერმინია, რომელსაც სამხედროების განთავსების ადგილის აღსანიშნად სამხედროები იყენებენ.
"ამ ტერმინის გამოყენებაში სხვა არაფერი არ უნდა იყოს აღქმული. ესაა ჩვეულებრივი ტერმინი, რომელსაც ვიყენებთ იმ ადგილის აღსანიშნად, სადაც ვმოქმედებთ", - ამბობს ის.
ესპერი და გენერალი მარკ მილი, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ტაძრის წინ პოზირებისთვისაც გააკრიტიკეს. თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ არც ესპერს და არც მილის ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება არ სურდათ და გამოძიების ფედერალური ბიუროს ვაშინგტონის საველე ოფისისკენ მიემართებოდნენ, როდესაც მათ თეთრ სახლში წასვლა და პრეზიდენტისთვის უახლესი ცნობების მიწოდება სთხოვეს. მოგვიანებით კი, როგორც ის ამბობს, პრეზიდენტმა "გამოხატა სურვილი, გასულიყო და თავად ენახა ის მობილიზაცია, რომელიც გარეთ იყო. თავდაცვის მდივანი და შტაბის მეთაური მას ამის გასაკეთებლად გაჰყვნენ."
Your browser doesn’t support HTML5