დონალდ ტრამპი, ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის თავდაპირველ ვარიანტს დაიცავს

დღეს ვიცე პრეზიდენტმა პენსმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში შემოსვლის შემზღუდველი საპრეზიდენტო განკარგულების შეცვლილი ვარიანტი უახლოეს დღეებში შეჯერდება, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი თავდაპირველი აკრძალვის დაცვას გააგრძელებს.

ფედერალურმა სასამართლოებმა ადმინისტრაციის მიერ 27 იანვარს გამოცემული ის აკრძალვა დაბლოკა, რომელიც ერაყიდან, ირანიდან, ლიბიიდან, სომალიდან, სუდანიდან, სირიიდან და იემენიდან ადამიანების შემოსვლას დროებით შეაჩერებდა. შეჩერება ლტოლვილების მიღების პროგრამასაც ეხებოდა.

აკრძალვის საწინააღმდეგოდ, ამერიკის სასამართლოებში, ორ ათეულზე მეტი სარჩელი შეიტანეს.