ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი: "სტრატეგიული მოთმინების ხანა დასრულდა"

ამერიკის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა გამოიყენოს.

პენსის თქმით, ეს აუცილებელია, რათა ქვეყანამ შეწყვიტოს ატომური იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამა.

ეს განცხადება ვიცე-პრეზიდენტმა იაპონიაში ვიზიტისას გააკეთა. მისი თქმით „ამერიკა არ შეარბილებს პოლიტიკას მანამ, ვიდრე აშშ არ მიაღწევს მიზანს , რაც ნიშნავს კორეის ნახევარკუნძულის სრულ გათავისუფლებას ბირთვული იარაღისგან“.

„ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილება“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

ვიცე-პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა ჩრდილო კორეასთან გასულ წლებში მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც მისი თქმით „გამუდმებით ირღვეოდა და გრძელდებოდა მეტი პროვოკაციით. „სტრატეგიული მოთმინების ხანა დასრულებულია“ - განაცხადა ვიცე პრეზიდენტმა.

პენსის მასპინძელმა, იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ კი განაცხადა, რომ ის მიესალმება ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას „ყველა შესაძლო ვარიანტის“ განხილვის თაობაზე. მან ხაზი გაუსვა ჩრდილო კორეასთან მშვიდობიანი დიალოგის მნიშვნელობას, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „დიალოგი დიალოგისთვის“ უსარგებლოა.

ჩრდილოეთ კორეამ შაბათს წყალქვეშა ბაზა სინპოდან ბალისტიკური რაკეტის გაშვება სცადა, თუმცა წარუმატებლად.

ამერიკის თავდაცვის მიდვანმა ჯიმ მატისმა ამ მცდელობას „უგუნური პროვოკაცია“ უწოდა.