პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ, საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირების პროცესის ხელის შეშლის მიზნით, კაპიტოლიუმზე თავდასხმიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატამ სპეციალური კომიტეტი შექმნა, რომელიც 6 იანვრის მოველენეს გამოიძიებს.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ამბობს, რომ 6 იანვარი აშშ-ის ისტორიაში ერთ-თერთი ყველაზე ბნელი დღე იყო.
ასევე ნახეთ: დონალდ რამსფელდი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა„ჩვენ ლოცვით და პატრიოტული სულისკვეთებით, პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის შეშფოთებას და გამოვიძიებთ სიმართლეს იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა მომავალში მსგავსი თავდასხმისგან. როგორც აქამდეც ბევრჯერ ითქვა, ეს დღე, 6 იანვარი, ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დღე იყო“ - განაცხადა ნენსი პელოსიმ.
მიმდინარე წლის დასაწყისში, ამბოხების წაქეზებისთვის, წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. თუმცა, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი სენატმა გაამართლა.
კონგრესის კომიტეტებმა, 6 იანვარს უსაფრთხოების დარღვევების ფაქტები გამოიძიეს. სწორედ ამის გამო, რესპუბლიკელები ამბობდნენ, რომ ახალი სპეციალური კომიტეტის შექმნა საჭირო აღარ იყო.
ასევე ნახეთ: ბაიდენი კვლავ უფრო პოპულარულია ვიდრე ტრამპი, თუმცა მაჩვენებლები მცირდება„თუ ჩვენს დროსა და რესურსს დავხარჯავთ გამოძიებაზე, წარმომადგენელთა პალატაში ბევრ რამეს უნდა ვაკეთებდეთ, რაც დემოკრატების მიერ იგნორირებულია. მაგალითად, - კოვიდ-19-ის წარმომავლობის გამორკვევა, ჩინეთის პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად; საზღვარზე, დემოკრატების პოლიტიკის გამო შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება“ – აცხადებს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, ბეთ ვან დუინი.
ახლადშექმნილი ორპარტიული კომისა, რომელიც მაისში სენატმა ტრამპის წინააღმდეგობის გამო დაბლოკა, 6 იანვრის მოვლენებს დეტალურად გამოიძიებს.
ასევე ნახეთ: ტრამპი ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მიდის„მათ აირჩიეს პარტია, პატრიოტიზმის ნაცვლად. მათ აირჩიეს ავტოკრატია, დემოკრატიის ნაცვლად. მათ აირჩიეს დიდი ტყუილი, კანონის უზენაესობის ნაცვლას. მათ აირჩიეს შეთქმულების ტეორიები, კონსტიტუციის ნაცვლად და დიახ, მათ აირჩიეს ამერიკის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტი“ - აცხადებს ჰაკიმ ჯეფრისი, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი წევრი, ნიუ-იორკიდან.
კომიტეტის 13-ვე წევრის შერჩევის პრეროგატივა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ, ნენსი პელოსის აქვს. კომისიამ გამოძიების შედეგი წლის ბოლოს უნდა დადოს.