დღეს თალიბანმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება თებერვლის ბოლომდე მოხდება. თალიბები მზად არიან ავღანეთში 18-წლიანი ომი დაასრულონ.
როგორც დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა, აბდულ სალამ ჰანაფიმ პრო-თალიბანურ მედიასთან საუბარში თქვა, შეთანხმებას ხელი დოჰაში მოეწერება. სწორედ ყატარის დედაქალაქში აწარმოებდა ამერიკა სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას. თალიბებთან მოლაპარაკება 18 თვის განმავლობაში გაგრძელდა.
აბდულ სალამ ჰანაფი, მომლაპარაკებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი თალიბანის მხრიდან, ჯერ ზუსტ თარიღს არ ასახელებს. თუმცა, ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხელმოწერის პროცესი, სავარაუდოდ, 28 თებერვალს გაიმართება. ჰანაფის თქმით, ხელმოწერაზე საერთაშორისო გარანტორებად მიწვეული იქნებიან ავღანეთის ყველა მეზობელი ქვეყნის, გაეროს უშიშროების საბჭოს და ევროკავშირის ისლამური ქვეყნების წარმომადგენლები.