პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერში" გამოაცხადა, რომ თავდაცვის მდივნის მოვალეობებს 1 იანვრიდან პეტრიკ შანაჰანი შეასრულებს, რომელიც ამჟამად თავდაცვის მდივნის მოადგილეა.
ტრამპის განცხადებით, შანაჰანი მიღწევებითა და დამსახურებებით გამოირჩეოდა თავდაცვის დეპარტამენტში და მანამდე, კომპანია "ბოინგის" აღმასრულებელ თანამდებობაზე ყოფნისას. "იგი ძალიან ნიჭიერია და ამ თანამდებობას თავს ძალიან კარგად გაართმევს," თქვა ტრამპმა. თავდაცვის მდივნის მოადგილედ ის 2017 წლის ივლისიდან მუშაობს.
პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტი ჯიმ მატისმა ხუთშაბათს, პრეზიდენტთან იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო დატოვა. პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში მან აღნიშნა, რომ თავდაცვის მდივნის პოზიციაზე თებერვლამდე დარჩებოდა.
ამ დროისთვის უცნობია შეათანხმა თუ არა თეთრმა სახლმა მატისთან თავდაცვის მდივნის მოავალეობის შემსრულებლის ვინაობა, თუ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.