რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა დღეს რუსი ჯარისკაცებისთვის წირვა აღავლინა. პარტიარქ კირილეს თქმით, რუსი ჯარისკაცები საკუთარ სამშობლოს იცავენ ისე, როგორც "ეს მხოლოდ რუსებს შეუძლიათ".
მდიდრულად მოწყობილ რუსეთის შეიარაღებული ძალების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა თქვა, რომ "მშვიდობისმოყვარე" რუსეთი ომმა ძლიერ დააზარალა. 75 წლის კირილე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეა, რომელიც დასავლურ ლიბერალიზმს აკრიტიკებს და უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს ამართლებს.
თუმცა, რუსეთის საპატრიარქოს მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდაჭერამ, რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა როგორც უკრაინაში, ისე რუსეთში, მართლმადიდებლური სამყაროს შიგნით ბევრის გაღიზიანება და კრიტიკა გამოიწვია. მარტის შუა რიცხვებში 300-მა ადამიანმა მოაწერა ხელი ერთობლივ წერილს, რომელიც უკრაინაში "მკვლელობის განკარგულებებს" გმობს.
წერილის ავტორთა ჯგუფი თავს უწოდებს "რუს მღვდლებს მშვიდობისთვის". წერილში მართლმადიდებელი მღვდლები ამბობენ, რომ "უკრაინელმა ხალხმა არჩევანი თავად უნდა გააკეთოს და არა საფეთქელზე მიდებული იარაღით, დასავლეთის და აღმოსავლეთის ყოველგვარი ზეწოლის გარეშე".