საფრანგეთის პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ისინი პოლიციას სკოლის შენობაში შესასვლელ კარს უბლოკავდნენ, სადაც მიგრანტები ცხოვრობდნენ.
პარიზის ჩრდილო-აღმოსავლთში მდებარე ჟან ჟურეს სკოლის შენობას, რომელიც სარემონტოდ იყო დაკეტილი, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიგრანტები აფარებდნენ თავს. პოლიცია მათ გამოსახლებას ცდილობდა.
სამართალდამცავებმა გაზი სკოლაში შესასვლელად გზის გასაწმენდად გამოიყენეს. პარიზის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ მიგრანტებს სხვა თავშესაფარით უზრუნველყოფენ და ამასთან, მათ სთხოვენ თავშესაფარი ლეგალური პროცესის გავლით, ოფიციალურად მოითხოვონ.