ბელგიის სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა ორ კაცს, რომლებიც დამნაშავედ სცნეს 2016 წელს, ბრიუსელში ორმხრივ სროლასთან დაკავშირებით, რასაც პოლიციელების ტერორისტული მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მიეცა.
განაჩენის გამოცხადებისას, სალა აბდესლამი და სოფიენ აიარი სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდნენ.
აბდესლამი ფრანგულ ციხეშია და 2015 წლის ნოემბერში, პარიზში, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმაში მისი როლის შესახებ სასამართლო პროცესს ელოდება.
პროკურორები ამბობენ, რომ ის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელ ტერორისტთა ჯგუფის ერთადერთი გადარჩენილი წევრია.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები განაჩენის მოსასმენად სასამართლოში არ იმყოფებოდნენ, ბრიუსელის მართლმსაჯულების სასახლესთან, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იქნა მიღებული.