გასულ წელს, პარიზის თავდასხმების ორგანიზებისთვის მთავარ ეჭვმიტანილს სალეჰ აბდესლამს პარასკევს ფრანგი გამომძიებლები, ბელგიიდან ექსტრადირების შემდეგ პირველად დაკითხავენ. მისი ჩვენება, სავარაუდოდ დამატებით ინფორმაციას მოიტანს დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ ტერაქტების მოსამზადებლად შემუშავებული სტრატეგიის უკეთ გასაცნობად. აბდესლამის ჩვენებით,სავარაუდოდ გამომჟღავნდება ისიც, თუ რა კავშირი იყო პარიზისა და ბრიუსელის თავდასხმებს შორის. თავდასხმები, ორივე ქალაქში, შეგახსენებთ, რომ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ განხორციელდა.