ასობით მონაწილემ ლონდონის ქუჩებში მარშით ჩაიარა
ლონდონელებმა საზაფხულო სპორტული დღესასწაულებისადმი მიძღვნილი უკანასკნელი აღლუმი გააცილეს. საზეიმო დახურვის ცერემონიალის შემდეგ, პარაოლიმიპური თამაშების და ოლიმპიადის ასობით მონაწილემ ლონდონის ქუჩებში მარშით ჩაიარა. ათობით ათასი მაყურებელი იყო გამოსული გარეთ და მათ ოვაციებით და შეძახილებით ეგებებოდა. აღლუმის მონაწილეები აღფრთოვანებულები იყვნენ იმით, რომ მათ პოპულარული, სახელგანთქმული ათლეტები ახლოდან იხილეს.
„არაჩვეულებრივი, გადასარევი იყო. ალბათ მეტი ვეღარასოდეს მოვესწრებით. ყველა წამოვიყვანეთ, რომ ეყურებინათ,“ - ამბობს ლონდონელი მამაკაცი.
„რა კარგია, მართლა კარგია მათი ახლოდან დანახვა. ტელევიზორით ყოველდღე უყურებ, მაგრამ ასე ცხოვრებაში შეხვედრა და შენი მხარდაჭერის ჩვენება კიდევ სხვა რამეა.“
ორშაბათის აღლუმს ერთი დღით ადრე პარაოლიმპიური თამაშების საზეიმო დახურვის ცერემონიალი უძღოდა წინ. დიდმა ბრიტანეთმა, ისევე როგორც ახლახან დასრულებულ ზაფხულის ოლიმპიადაზე, მედლების რაოდენობით, აქაც მესამე ადგილი აიღო. ბუკინგემის სასახლის წინ, სადაც ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენციაა, პრემიერ-მინისტრი დავიდ კამერონი ბრიტანელ სპორტსმენებს მიესალმა და მათ მხურვალე მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათ 2012 წელს „ბრიტანულ სპორტს ოქროს ზაფხული აჩუქეს.“
„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ლონდონელებმა სინანული გამოთქვეს იმის გამო, რომ მათი ქალაქისთვის ოლიმპიადის მასპინძლის როლი დასრულდა.
„თავად ხართ მომსწრე იმ დღესასწაულის ნაწილის, რაც ჩვენთან ამდენი ხნის მანძილზე გრძელდებოდა. ხალხი კარგ ხასიათზეა, ყოველივე ცუდს ივიწყებს და სპორტის სიხარულით ტკბება,“ - ამბობს ერთ-ერთი ლონდონელი.
„ძალიან ამაყები ვართ, რომ მასპინძლები ვიყავით. ფანტასტიური დრო ვატარეთ. გადასარევი იყო,“ - დასძენს მის გვერდით მდგომი ქალბატონი.
ლონდონელები იმასაც აღნიშნავენ, რომ მართალია, სპორტული დღესასწაული დასრულდა, მაგრამ მისი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ის ჯერ კიდევ დიდხანს გასტანს. განსაკუთრებით კი - ბავშვებისთვის. ზოგი ამბობს, რომ მისი შვილი ტანვარჯიშით დაინტერესდა და სპორტულ კლასში ჩაეწერა. ზოგი კი, პარაოლიმპიური თამაშებით არის აღფრთოვანებული და ეს უნარშეზღუდულებისთვის ძლიერ მორალურ მხარდაჭერად მიაჩნია.
ასე დაემშვიდობა დიდი ბრიტანეთი ოლიმპიადას და პარაოლიმიპურ თამაშებს. ლონდონელებს იმედი აქვთ, რომ ის ქალაქის სტუმრებისთვისაც სასიამოვნო მოგონებად დარჩება.