კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 350,000-ს მიაღწია

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 350,000 მიაღწია. ამ ფონზე, სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ ქვეყანაში ბოლო 49 დღის განმავლობაში ინფიცირების ახალი ტალღის შედეგად, შემთხვევების ყველაზე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა. მთავრობის წარმომადგენლები ელექტრონულ სავაჭრო გიგანტს „კუპანგს“ ამოწმებენ, მას შემდეგ რაც კოვიდ-19 კომპანიის ბევრ თანამშრომლებიც დაუდასტურდა. სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა განაცხადა, რომ ახალი 40 შემთხვევიდან, ოთხის გარდა ყველა სეულშია დაფიქსირებული.

კორონავირუსის პანდემიის ერთ-ერთი ახალი ეპიცენტრი ბრაზილიაა. ინფექციების რაოდენობით ქვეყანა მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩება. სამშაბათს ქვეყანაში ერთ დღეში გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა - 1039 დაფიქსირდა.

ინდოეთში ახალი შემთხვევების რეკორდული რიცხვი 6000 გამოვლინდა. ინდოეთში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 150,000 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.

პანდემიის ესკალაციაა მექსიკაშიც, სადაც 3455 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, მექსიკაც განიხილავს გააგრძელოს თუ არა კარანტინი თუ გახსნას ეკონომიკა.

შეერთებულ შტატებში კი შეზღუდვები იხსნება. გუბერნატორები სხვადასახვა შტატში სახლში დარჩენის ბრძანებას ეტაპობრივად აუქმებენ.