გერმანიამ, სამხრეთ კორეამ და ამერიკის რამდენიმე შტატმა გადაწყვიტეს მოხსნან პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების ნაწილი. პროცესი ამ კვირიდან დაიწყო და ეტაპობრივად გაგრძელდება. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი მაქსიმალური წესების დაცვით და ვითარებასთან შესაბამისი უნდა იყოს. მეტიც: ისინი ამბობენ, რომ ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს შეზღუდვების თავიდან დაწესებისთვის.