პალესტინაში დაპირისპირებული ფრაქციები თანხმდებიან

პალესტინაში დაპირისპირებული ფრაქციები თანხმდებიან

პალესტინაში დაპირისპირებული ფრაქციები ერთიანი მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელსაც ახლანდელი პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი უხელმძღვანელებს.

პალესტინიდან იტყობინებიან, რომ ყოფილმა მეტოქეებმა შეთანხმებას კატარში შემდგარ შეხვედრაზე მიაღწიეს. იმავე წყაროს ცნობით პრეზიდენტი აბასი დასავლეთისგან ფართო მხარდამჭერის მქონე პრემიერის, სალამ ფაიადის პასუხისმგებლობებსაც შეითავსებს.

პალესტინის ხელმძღვანელობა ახალი მთავრობის ჩამოყალიბების ზუსტი თარიღის შესახებ არაფერს ამბობს.

ჰამასმა და ფატამ ერთიანი მთავრობის შექმნაზე შეთანხმების მიღწევა გასული წლის მაისიდან მოყოლებული პირველად მოახერხეს. ჰამასი ღაზას სექტორს აკონტროლებს, ფატა კი - მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს. ჰამასს, ისლამურ სამხედრო დაჯგუფებას, დასავლეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. მან 2006 წელს პალესტინის არჩევნებში გაიმარჯვება მოიპოვა. ჰამასმა ღაზაზე კონტროლი მხოლოდ 2007 წელს, ფატასთან რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ განახორციელა.