ობამა თეთრ სახლში პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს შეხვდა

დღეს ამერიკის პრეზიდნეტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა.

შეხვედრამდე აბასმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტისთვის მშვიდობის დამყარების მტკიცე გადაწყვეტილების მიღების თხოვნას აპირებდა.

პალესტინის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრეზინდეტი აბასი ბარაკ ობამას არაპირდაპირი საუბრების მიმდინარე რაუნდის წარმატებისთვის, ისრაელზე ზეწოლას თხოვს.

სავარაუდოდ პრეზინდენტი ობამა, გასული კვირის ინციდენტის შემდეგ, როდესაც ჰუმანიტარული გემი ისრაელის მიერ ბლოკირებულ ღაზას სექტორში შეღწევას ცდილობდა, დაძაბულობის განმუხტვას შეეცდება. აღსანიშნავია რომ ოპერაციის შედეგად 8 თურქი და ერთი თურქული წარმოშობის ამერიკელია მოკლული.