პრეზიდენტმა ობამამ პაკისტანელ ხალხს მიულოცა

შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ პაკისტანის ახლადარჩეულ მთავრობასთან თანამშრომლობა გაგრძელდება
პრეზიდენტმა ობამამ პაკისტანის მომავალ პრემიერ მინისტრ ნავაზ შარიფს მისი პარტიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ტელეფონით მიულოცა.

თეთრი სახლის პრეს-სპიკერის, ჯეი კარნის განცხადებით, შეერთებული შტატების და პაკისტანის ურთიერთობებიდან გამომდინარე, პრეზიდენტ ობამას იმედი აქვს, რომ პაკისტანის ახლადარჩეულ მთავრობასთან თანამშრომლობა გაგრძელდება.

ობამამ ასევე შეაქო პაკისტანელი ხალხი, რომელმაც ექსტრემისტების ძალადობის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობა ერთხმად მიიღო.

ოფიციალური მონაცემებით, ნავაზ შარიფის პაკისტანის მუსლიმთა ლიგამ პარლამენტში 272 ადგილიდან 123 მოიპოვა.