პეკინის და ისლამაბადის თანამშრომლობა

პაკისტანსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 12 მილიარდ დოლარს მიაღწია
ჩინეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პაკისტათან პეკინი "ტრადიციული მეგობრობის" გაღრმავებას და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გამტკიცებას შეეცდება.

ეს განცხადება ჩინეთის ლიდერმა ისლამაბადში გააკეთა. პაკისტანამდე ის ინდოეთს სტუმრობდა.

ისლამაბადში ჩინეთის პრემიეი განსაკუტრებული უსაფრთხოების დაცვით ჩაფრინდა, მის თვითმფრინავს სამხედრო გამანადგურებლების ესკორტი მოყვებოდა. რამდენიმე საათის განმავლობაში ისლამაბადში გაითიშა მობილური ტელეფონები, ასევე საკვანძო უბნებზე განლეგებულები იყვნენ უსაფრთხოების ძალები. მსგავსი ზომები უკანასკნელ დროს ქვეყანაში ისლამისტური ჯგუფების მიერ ძალადობას უკავშირდება.

პაკისტანსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 12 მილიარდ დოლარს მიაღწია. ორივე მხარეს სურს, რომ სავაჭრო ბრუნვა მომდევნო სამ წელიწადში 15 მილიარდამდე გაიზარდოს. თებერვალში ჩინეთს სამართავად პაკისტანში გვადარის პორტი გადაეცა, რითაც ჩინეთს არაბეთის ზღვაზე გასვლის საშუალება მიეცა.