თავდასხმა ჰიმალაის მთებში მწვერვალ ნანგა პარბატთან მოხდა, რეგიონში, რომელიც უკანასკნელ პერიოდში შედარებითი სიმშვიდით გამოირჩეოდა
ჩრდილოეთ პაკისტანში ცხრა უცხოელი ტურისტი და მათი პაკისტანელი გიდი მოკლეს, რომლებსაც მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალის ძირში კარვები ჰქონდათ გაშლილი.
პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრ ჩაუდრი ნისარ ალი ხანის განცხადებით, დაღუპული ტურისტები უკრაინისა და ჩინეთის მოქალაქეები არიან. სავარაუდოდ, მათ შორის ერთი რუსეთის მოქალაქეცაა.
მინისტრის განცხადებით, ერთმა ჩინელმა ალპინისტმა და პაკისტანელმა გიდმა თავდასხმას თავი დააღწიეს. ისინი მოგვიანებით სამხედრო შვეულმფრენმა იპოვა.
თავდასხმა ჰიმალაის მთებში მწვერვალ ნანგა პარბატთან მოხდა, რეგიონში, რომელიც შედარებითი სიმშვიდით გამოირჩეოდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა იკისრა და განაცხადა, რომ ტურისტების მოკვლა ამერიკული დრონის მიერ მაისში თალიბანის ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობაზე შურისძიება იყო.