პრემიერ მინისტრს პრეზიდენტის კორუფციის საქმის გახსნა დაევალა

პაკისტანის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარის წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა
პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ პრემიერ მინისტრ რაჯა პერვეზ აშრაფს დამატებით სამი კვირა მისცა, ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებების გამოძიების საქმის აღსაძრავად.

აშრაფი სასამართლოს წინაშე ორშაბათ დილას წარსდგა და პირობა დადო, რომ პრობლემას გადაჭრიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება მისი წინამორბედი იუსუფ რაზა გილანის ხვედრი გაიზიაროს.

პაკისტანის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარის წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა, რის გამოც უზენაესმა სასამართლომ მას პრემიერ მინისტრის უფლებამოსილება შეუწყვიტა.

აშტაფი სასამართლოს წინაშე 18 სექტემბერს უნდა წარსდგეს.