პაკისტანი ინდოეთს ოფიციალურად ადანაშაულებს

ინდოეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ჯარისკაცის გვამი თავმოჭრილი იპოვეს
ინდოეთმა ოფიციალურად დაადანაშაულა პაკისტანი ორი ინდოელი ჯარისკაცის მკველელობაში.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სალმან ხურშიდის განცხადებით:

“ ინდოეთი შეშფოთებულია ქაშმირში ორი ჯარისკაცის ბარბაროსული მკვლელობის გამო.

ამავე დროს ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ინციდენტი ხელს ვერ შეუშლს ბირთვული იარაღის მფლობელ ორ სახელმწიფოს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს.

ინდოეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ჯარისკაცის გვამი თავმოჭრილი იპოვეს. პაკისტანოს სამხედროების განცხადებით, ამ საქმეს გულდასმით იძიებენ, თუმცა პაკისტანელი ჯარისკაცების მონაწილეობა ამ მკვლელობაში არ დასტურდება.