პაკისტანის მუსლიმთა ლიგას საკმარისი უპირატესობა გააჩნია იმისთვის, რომ მან მთავრობის ფორმირებას უხელმძღვანელოს
წინასწარი მონაცემების მიხედვით, პაკისტანში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ხმის უმრავლესობას კონსერვატიული მუსლიმთა ლიგა ფლობს, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნავაზ შარიფი ხელმძღვანელობს.
“ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ერთი რამ, რომ ღვთის წყალობით მუსლიმთა ლიგა ამ არჩევნებზე პაკისტანის ლიდერი გახდა“ - განაცხადა ნავაზ შარიფმა მოზეიმე პარტიის მხარდამჭერებისადმი გაკეთებულ მიმართვაში.
არაოფიციალური შედეგებით, პაკისტანის მუსლიმთა ლიგას საკმარისი უპირატესობა გააჩნია იმისთვის, რომ მან მთავრობის ფორმირებას უხელმძღვანელოს. მეორე ადგილზე კრიკეტის ყოფილი მოთამაშე იმრაზ ხან ტერიკ-ინსაფი იმყოფება, რომელიც სავარაუდოდ ავღანეთის საზღვართან მდებარე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროვინციას გააკონტროლებს. პაკისტანის სახალხო პარტია, რომელსაც ყოფილი პრემიერის, ბენაზირ ბხუტოს ოჯახი ხელმძღვანელობს, ჯერჯერობით მესამე ადგილზეა.