ტერაქტი პაკისტანში

ქვეტაში პრემიერ-მინისტრი ჩავიდა
პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთის საზღვართან გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 14 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 21 დაიჭრა. ხელისუფლების ცნობით, აფეთქების სამიზნე სამხედრო კოლონა იყო, რომელიც ჩრდილოეთ ვაზირისტანში გადაადგილდებოდა. აღნიშნული რაიონი ალ-ყაიდას და თალიბანის თავშესაფარ ტერიტორიად ითვლება.

ამავდროულად, პაკისტანის ქალაქ ქვეტაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. ის იმ შიიტების ოჯახებს ხვდება, რომლებიც რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული ტერაქტების სერიას შეეწირნენ. ქვეტაში უკვე მესამე დღეა ამის ნიადაგზე პროტესტი არ წყდება. ხუთშაბათს განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა სუნიტურმა დაჯგუფებამ ლაშქარ-ი ჯანგვიმ აიღო.