პაკისტანში ტერორისტული აქტი მოხდა

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია
პაკისტანის ქალაქ ქუეტაში მოტოციკლეტებზე ამხედრებულმა ტერორისტებმა რვა ადამიანი გამოასალმეს სიცოცლხეს.
კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალაქის ბიზნეს-ცენტრში, რომელიც ავღანეთს და ირანს ესაზღვრება.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, თუმცა ეს რაიონი ცნობილია პაკისტანელი თალიბების და ბელუჯი სეპარატისტების ტერორისტული აქტიურობით.