პაკისტანში აფეთქებებს ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა

მუსლიმები მუჰარამის წმინდა თვეს აღნიშნავენ, რომელიც ისლამური კალენდრის პირველი თვეა. მუპარამის დროს სუნიტი ექსტრემისტები ხშირად ესხმიან თავს შიიტ მლოცველებს
პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. აფეთქების სამიზნე შიიტური ჯგუფი იყო.

პოლიციის განცხადებით, კიდევ ერთი აფეთქება შიიტი მუსლიმების რელიგიური პროცესიის დროს დერა ისმაილ ხანში მოხდა, რომლის დროსაც 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. დაშავებულია 90-ზე მეტი ადამიანი.

ბომბი ერთ-ერთ მაღაზიაში იყო დამალული და ის მაშინ აფეთქდა, როცა პროცესიამ მაღაზიას გვერდით ჩაუარა.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია საკუთარ თავზე.