პაკისტანში აფეთქება მოხდა

თვითმკვლელმა ტერორისტმა მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ხალხმრავალ ბაზარში აამოქმედა
ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მომხდარი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. თვითმკვლელმა ტერორისტმა მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ხალხმრავალ ბაზარში აამოქმედა.

აფეთქება ავღანეთის საზღვართან მდებარე დარა ადამ ხელის დასახლებაში მოხდა. ოფიციალური წყაროების ცნობით, ტერორისტის სამიზნე მთავრობის მხარდამჭერი სამხედრო შენაერთები უნდა ყოფილიყო, რომლებიც თალიბანთან ბრძოლისთვის ჩამოყალიბდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.