ყარაჩიში სამი ადამიანი დაიღუპა
პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში ორი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. აფეთქება იმ პოლიტიკური პარტიის ოფისთან მოხდა, რომელიც მოძრაობა თალიბანის წინააღმდეგ გამოდის. მუთაჰიდა ყომის მოძრაობა ყარაჩიში ყველაზე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანებაა. აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. აღნიშნული პარტია პაკისტანის ხელისუფლებისგან თალიბანის წინააღმდეგ აქტიურ მოქმედებას ითხოვს.