15 წლის პაკისტანელი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება
თალიბების მიერ დაჭრილი 15 წლის პაკისტანელი გოგონა ოჯახმა ბრიტანეთის საავადმყოფოში მოინახულა. მალალა იუსუფზაის ოჯახის წევრები პაკისტანიდან ბრიტანეთში გუშინ გაფრინდნენ და დაჭრილი გოგონა ქალაქ ბირმინგემში დედოფალ ელისაბედის კლინიკაში მოინახულეს. გოგონას მამამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შვილი გამოჯანმრთელების გზაზეა. თალიბმა მებრძოლმა გოგონას თავში და კისერში მიაყენა ჭრილობა, როდესაც ის სკოლიდან გამოდიოდა. გოგონა თალიბანის მოქმედების მსხვერპლად აღიარეს. გოგონა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ახლა უკვე მდგომარეობა დადებითია.