პაკისტანის პრემიერი კორუფციულ სკანდალში გაეხვა

უზენაესმა სასამართლომ გასცა რაჯა ფერვეზ აშრაფის დაპატიმრების სანქცია
პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ პრემიერ-მინისტრის რაჯა ფერვეზ აშრაფის დაპატიმრების სანქცია გასცა კორუფციულ სკანდალში მისი მონაწილეობის გამო.
ამასობაში პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.
უზენაესმა სასამართლომ პრემიერთან ერთად 15 ოფიციალური პირის დაპატიმრება მოითხოვა, რომლებიც კერძო ენერგოკომპანიებთან დაკავშირებულ სკანდალში მონაწილეობდნენ.
აშრაფი უარყოფს ამ ბრალდებებს. საპროტესტო გამოსვლებს კანადის მოქალაქე პაკისტანელი სუფისტი თაჰირულ ქარდი ხელმძღვანელობს, რომელიც ახლახან გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე.
მრავალათასიან მიტინგზე გამოსვლისას მან ასე განაცხადა:“ჩვენ პარლამენტის წინ შევიკრიბეთ, რათა ჩვენი ქვეყანა დანგრევას გადავარჩინოთ. ჩვენი პოლიტიკური და საარჩევნო სისტემა დემოკრატიული რეფორმების გატარებას საჭიროებს.“