აქცია აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების წინააღმდეგ იყო მიმართული
პაკისტანელმა კრიკეტის მოთამაშემ, იმრან ხანმა, რომელიც ცოტა ხნის წინ სპორტიდან პოლიტიკურ არენაზე გადავიდა, ეგრეთ წოდებული ავტოკოლონის მარში მოაწყო. აქცია შეერთებული შტატების უპილოტო საფრენი აპარატების მიერ პაკისტანის ტერიტორიაზე განხორციელებული სამხერდო ოპერაციების წინააღმდეგ იყო მიმართული.
ავტოკოლონა, რომელშიც ხანის სამართლიანობის პარტიასთან ერთად ამერიკელი და დასავლეთის სხვა ქვეყნების აქტივისტებიც შედიან, ისლამაბადიდან ვაზირისტანიკენ დღეს დილას დაიძრა. ვაზირისტანი ავღანეთის საზღვართან მდებარე რეგიონია, რომელიც დრონების იერიშების ყველაზე ხშირი სამიზნეა. ხანმა უგულვებელყო გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ავტოკოლონას, შესაძლოა, თალიბები და ისლამისტი მეამბოხეები დაესხან თავს.
პაკისტანის თალიბანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია უარს აცხადებს ხანისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და მას სეკულარისტი უწოდა.