ზაჰრა შაჰიდ ჰუსეინს თავში ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ ესროლეს
ყარაჩიში ცნობილი პაკისტანელი პოლიტიკოსი მოკლეს. პოლიციის განცხადებით, ზაჰრა შაჰიდ ჰუსეინს თავში ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ ესროლეს. მკვლელობა პოლიტიკოსის სახლთან ახლოს მოხდა. ზაჰრა ჰუსეინი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.
ტეჰრიკ-ე-ინსაფის პარტია, რომელსაც ქალბატონი ჰუსეინი წარმოადგენდა აცხადებს, რომ პოლიტიკოსის მკვლელობა ტერორისტულ აქტს წარმოადგენს.
ზაჰრა ჰუსეინი პარტიის ვიცე პრეზიდენტი იყო, რომელმაც გასულ კვირას საპარლამენტო არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა.