მალიქ იშაქს რელიგიური შუღლის გაღვივება წაუყენეს ბრალად
პაკისტანის პოლიციამ ანტი-შიიტური ორგანიზაციის დამფუძნებელი დააკავა, რომელსაც რელიგიური შუღლის გაღვივება წაუყენეს ბრალად. პოლიციის განცხადებით, მალიქ იშაქი, რომელიც ალ ყაიდასთან დაკავშირებული ლაშქარი ჯანგვის მეამბოხეთა ჯგუფის ლიდერია, ქალაქ ლაჰორში აიყვანეს. თვის დასაწყისში ლაჰორში ერთ-ერთ რელიგიურ შეკრებაზე მისი მწვავე გამოსვლა გახდა დაპატიმრების საფუძველი.
თითქმის 10 წელია ორგანიზაციის აქტივობა აკრძალულია პაკისტანის მთავრობის მიერ. დაჯგუფებას ასობითი შიიტის მკვლელობაში ედება ბრალი.