დაჭრილი პაკისტანელი გოგონა გამოჯანმრთელების გზაზეა

მალალა იუსუფზაი ამჟამად ბრიტანეთში მკურნალობას გადის
პაკისტანელი სტუდენტები და ადამიანის უფლებების დამცველები, პატივს მიაგებენ თალიბების მიერ დაჭრილ 15 წლის პაკისტანელ გოგონას.

შაბათი დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, "მალალას" დღედ გამოაცხადა. მსოფლიოს მასშტაბით ეს იყო მალალა იუსუფზაის საპატივცემულო დღე.

ეს უკანასკნელი თალიბებმა მისი აქტივობისთვის დასაჯეს. მალალა იბრძოდა სკოლაში გოგონების დასწრების უფლებებსთვის და თალიბების მიერ ჩადენილ ძლადობებს აღწერდა, რის გამოც სკოლიდან გამოსულს, თალიბმა თავდამსხმელმა კისერსა და თავში ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა. მალალა ამჟამად ბრიტანეთში მკურნალობას გადის და ის გამოჯანმრთელების გზაზეა.