სამაშველო სამსახურები ცდილობენ მიუდგნენ პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე სოფლებს, რომლებიც წყალდიდობის შედეგად დაიტბორა. სტიქიურმა უბედურებამ დაახლოებით 1200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ორ მილიონზე მეტი ადამიანი აიძულა დაეტოვებნა საცხოვრებელი ადგილი.
გაეროს ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ წყალმა ხიდები და გზები დაანგრია, სამაშველო სამსახურებს უჭირთ ყველაზე მძიმედ დაზარალებულ ადგილებამდე მისვლა. ასევე გაეროს განცხადებით, სუფთა სასმელი წყლის არ ქონამ შეიძლება ქოლერის ეპიდემიის გავრცელების საშიშროებაც წარმოქმნას.
პაკისტანის ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებულ რეგიონში 30 ათასი ჯარისგაცი გაგზავნა, რომლებმაც უკვე დაახლოებით 20 ათასი ადამიანი გადაარჩინეს.
ამერიკის მთავრობამ და გაერომ 10-10 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი აღუთქვეს პაკისტანს.