გლოვა ბალუჯისტანში მომხდარი აფეთქებების შემდეგ გამოაცხადეს
პაკისტანის პროვინციის წარმომადგენლებმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადეს პროვინციის დედაქალაქში მომხდარი სისხლიანი აფეთქებების შემდეგ.
ხელისუფლების განცხადებით, ქალაქ ქვეტას შემოგარენში მობილიზებულია უსაფრთხოების ძალები. აქვე, რელიგიური და პოლიტიკური ჯგუფები აფეთქებების საპროტესტოდ აქციებს გეგმავენ. დღეს, დაღუპულთა დაკრძალვა დაიწყება.
პოლიციის განცხადებით, გუშინ ქალაქ ქვეტაში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ბილიარდის კლუბში, რომელსაც ხშირად შიიტი მუსლიმები სტუმრობენ. დაიღუპა 82 ადამიანი.
რამდენიმე საათით ადრე ქვეტას ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელდა აფეთქება.