ოპერაცია პაკისტანში

დრონმა მეამბოხეები გაანადგურა
პაკისტანის დაზვერვის ოფიცრების განცხადებით, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატიდან განხორციელებული შეტევისას სამი ეჭვმიტანილი მეამბოხე განადგურდა.

ოპერაცია ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე განხორციელდა. ხელისუფლების ცნობით, დრონიდან ორი რაკეტა გაუშვეს. ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონი ალ-ყაიდას და თალიბანის თავშესაფრად ითვლება.