პაკისტანში მოჯახედებმა ათობით სატვირთო ავტომობილი დაწვეს

პაკისტანში მოჯახედებმა ათობით სატვირთო ავტომობილი დაწვეს

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით მოჯახედებმა ქვეყნის სამხრეთში ათობით სატვირთო ავტომობილი დაწვეს,რომლებიც ავღანეთში მყოფი დასავლეთის კოალიციური ძალების მოსამარაგებლად მიემართებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე პაკისტანმა თორხამის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტა, ნატოს ავიაციის მიერ პაკისტანელი ჯარისკაცების დაბომბვის გამო, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. არადა სწორედ ამ გზით მარაგდება ნატოს სამხედრო კოალიცია ავღანეთში.

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით ქალაქ შიკარპურის მახლობლად 27 ბენზინმზიდი დაწვეს. დასავლეთის კოალიციური ჯარების მომარაგება ავღანეთში კი სწორედ პაკისტანიდან ხდება. ნატოსთვის განკუთვნილი ტვირთის 80% პაკისტანის ტერიტორიიდან შედის ავღანეთში.