აფეთქება პაკისტანში

აფეთქების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა
პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა.
პოლიციის განცხადებით, ქალაქ ქვეტაში მომხდარი აფეთქების შემდეგ პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ჯგუფს აუღია საკუთარ თავზე. ქვეტა ნავთობ-რესურსებით მდიდარი ბალუჯისტანის რეგიონის დედაქალაქია, რომელიც ავღანეთსა და ერაყს ესაზღვრება.
პოლიციის განცხადებით, ერთი დღით ადრე ასევე ქვეტაში მომხდარი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 30ზე მეტი დაშავდა.