პაკისტანში ნაღმი აფეთქდა

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით გზისპირას ჩადებული ნაღმის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

აფეთქება ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალაქ ქვეტაში მოხდა, როდესაც გასამხედროებული დაჯგუფება სარიაბის გზაზტკეცილზე გადაადგილდებოდა.

აფეთქებაზე, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიჭრა, პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

ბელუჯისტანში სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებები მოქმედებენ, რომელთა შორის თალიბთა მომხრეებიც არიან. ადგილობრივი სეპარატისტები დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებენ პარტიზანულ ბრძოლას ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნით.