პაკისტანში მაშველები ზვავის ქვეშ მოყოლილი ჯარისკაცების ძებნას განაგრძობენ. გასულ შაბათს ქაშმირის რეგიონის სიახლოვეს მასიური ზვავის ქვეშ სამხედრო ბაზა მოყვა. თოვლის საფარის ქვეშ სავარაუდოდ 135 პაკისტანელი სამხედრო და სამოქალაქო პირია ჩამარხული. პაკისტანელი სამხედროების ცნობით, ზოგ ადგილას თოვლის საფარი 20 მეტრს აღწევს. სამაშველო სამუშაოები 5 წერტილში მიმდინარეობს. გამოყენებულია ბულდოზერები და სხვა ტექნიკა. თუმცა, მაშველები ძირითადად ხელით მუშაობენ.