პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს გამოაცხადა, რომ ავღანეთის ერთ-ერთ რეგიონში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ამერიკელი კეიტლინ კოლმანი, მისი კანადელი ქმარი და მათი სამი შვილი ტყვეობიდან დაიხსნეს.
წყვილი ავღანეთში 2012 წელს გაუჩინარდა. დაჯგუფება „თალიბანმა" მოგვიანებით პასუხისმგებლობა აიღო მათ გატაცებაზე და მათ შესახებ ორი ვიდეო კლიპიც გამოაქვეყნა.
ოჯახის დაბრუნების სანაცვლოდ გამტაცებლები ამბოხებული თალიბების გათავისუფლებას ითხოვდნენ.