პაკისტანის არმიის მთავარსარდალი გენერალი აშფაქ ქაიანი ამერიკელ გენერლებს შეხვდა პირველად გასული წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც ნატოს საჰაერო დაბომბვის შედეგად პაკისტანის არმიის 24 ჯარისკაცი დაიღუპა.
რავალპინდში პაკისტანის არმიის შტაბში გამართულ შეხვედრას შეერთებული შტატების ცენრალური სარდლობის წარმომადგენელი გენერალი ჯეიმს მატისი და ავღანეთში ნატოს არმიის მთავრსარდალი გენერალი ჯეიმს ალენი ესწრებოდნენ.
პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით შეხვედრაზე 26 ნოემბრის სასაზღვრო ინციდენტზე იმსჯელებენ, რამაც ძლიერ დააზარალა ვაშინგტონის და ისლამაბადის ურთერთობები. ამ ინციდენტის შემდეგ პაკისტანმა ავღანეთში მყოფ ნატოს ჯარებს მომარაგების გზები გადაუკეტა.
იანვარში პაკისტანის არმიამ უარყო ამერიკელი სამხედროების მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნა, რომლის მიხედვით სასაზღვრო ინციდენტზე ორივე მხარეა პასუხიმგებელი. პაკისტანელი სამხედრობი ამ საქმის გამო შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.