პაკისტანის ბოიკოტი

პაკისტანის ბოიკოტი

პაკისტანი არ აპირებს დათანხმდეს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებას და მონაწილეობა მიიღოს მომავალ კვირას ავღანეთის საკითხის გამო დაგეგმილ კონფერენციაში.

საერთაშორისო კონფერენცია ქალაქ ბონში 5 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ნატოს საჰაერო თავდასხმის შემდეგ როდესაც პაკისტანის არმიის 24 ჯარისკაცი დაიღუპა, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რეზა გილანიმ უარი თქვა კონფერენციაში მონაწილეობის მიღებაზე.

პაკისტანის ხელისუფლებამ ნატოს თავდასხმის საპასუხოდ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსს გადაუკეტა ავღანეთისკენ მიმავალი სატრანსპორტო მაგისტრალები.

პაკისტანელებმა ამერიკელებს ბელუჯისტანში მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზის დატოვება მოთხოვეს.