შეკრებების შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებით, მოსკოვში 6000 ადამიანი გაასამართლეს

მოსკოვში, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, საჯარო შეკრების შესახებ კანონის დარღვევის გამო, 6000 ადამიანი გაასამართლეს.

რუსეთის უზენაესი სასამართლოს, მოსკოვის სასამართლო დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, საჯარო შეკრების შესახებ, 6 727 საქმის დაახლოებით 90% ნასამართლეობით დასრულადა, 625 ტექინკური ხარვეზის გამო პოლიციას დაუბრუნდა, მხოლოდ 45 შემდგომი გამოძიების გარეშე დაიხურა. ჯამში, ამ საქმეებზე დაკავებულებზე დაკისრებული ჯარიმების რაოდენობამ 66 მილიონ რუბლს მიაღწია, რაც $900 000 -ზე მეტია.

ასევე ნახეთ: რუსეთმა ნავალნის "ჭკვიანური ხმის მიცემის" ვებ საიტი დაბლოკა

სააქმეების 21 პროცენტი, ბრალდებულებისთვის თავისუფლების აღკვეთით დასრულდა. 2019 წელს, იგივე კანონის დარღვევისთვის დამნაშავედ ცნობილთა მხოლოდ 4 პროცენტს შეუფარდეს პატიმრობა.

აღძრული საქმეების უმრავლესობა, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტრო შეკრებებთანაა დაკავშირებული.

მხოლოდ 23 და 31 იანვარს გამართულ აქციებზე, სამართალდამცავებმა ნავალნის 10 000-ზე მეტი მხარდამჭერი დააკავეს.

ასევე ნახეთ: კრემლი ნავალნის გამო "ეფლსა" და "გუგლს" ემუქრება

თებერვალში, მოსკოვის სასამართლომ დაადგინა, რომ გერმანიაში მკურნალობის დროს, ნავალნიმ პირობითი პატიმრობის პირობები დაარღვია. ამან რუსეთში კიდევ უფრო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.