ეს ფილმი მოგვითხრობს ავღანეთის ცხოვრების ისეთ დეტალებზე , რომლის შესახებ ქვეყნის გარეთ იშვიათად საუბრობენ.
კვირას საღამოს ჰოლივუდში ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება. ერთ-ერთ ნომინაციაზე წარდგენილია ბუშკაშების შესახებ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ეს ფილმი მოგვითხრობს ავღანეთის ცხოვრების ისეთ დეტალებზე , რომლის შესახებ ქვეყნის გარეთ იშვიათად საუბრობენ.
ფილმში ნაჩვენებია კადრები უძველესი ავღანური სპორტის სახეობიდან, რომელსაც ჰქვია „ბუშკაში“ . ეს არის სახიფათო თამაში, ცხენისა და გამოშიგნული თხის მონაწილეობით. დრამაში, რომელიც ქაბულშია გადაღებული, ორი მოზარდი ოცნებობს რომ გახდეს ბუშკაშის ცნობილი მოთამაშე. ერთ-ერთი მათგანი დარწმუნებულია რომ, ერთ დღეს მას ბუშკაშის თამაშის გამარჯვებულად და გმირად გამოაცხადებენ. 29-წუთიანი ფილმი არის ავღანეთის და დასავლური კინოკომპანიების ერთობლივი ნამუშევარი. რეჟისორია კინო-დოკუმენტალისტი სემ ფრენჩი. 2008 წლიდან იგი ავღანეთში ცხოვრობს.
„ის აცხადებს რომ ავღანეთში ფილმის გადასაღებად კვალიფიციური გადამღები ჯგუფი საჭირო ტექნიკით დასავლეთიდან ჩავიდა და ავღანეთის შემოქმედებით ჯგუფს შემდეგ ტრეინინგი ჩაუტარდა.“
ორივე მოზარდი, რომელიც უკვე ვარსკვლავად იქცა, ფილმის გადაღების დროს 12 წლის იყო. ერთ-ერთი ჯავანმარდ პეიზი ავღანეთში ცნობილი მსახიობის შვილია. ფავად მოჰამადისთვის კი კინო სიახლე იყო. ის და ფრენჩი ერთმანეთს ქაბულში ქუჩაში შეხვდნენ.
„რეჟისორი ყვება რომ ამ ქუჩაზე უამრავ ბავშვს შეხვდებით ,რომლებიც ცდილობენ მოგყიდონ საღეჭი რეზინა, რუქები , ასევე გთავაზობენ პირად მცველობას ავღანეთში ყოფნის დროს. მათ შორის იყო ზუსტად ფავადი, რომელიც არ ჰგავდა სხვა ბავშვებს. მას ჰქონდა დიდი მწვანე თვალები, დიდი გული და იყო ძალიან სასიამოვნო“.
ერთ-ერთი მოზარდი ქუჩის ონავარის როლს თამაშობს, მეორე კი ოქრომჭედლის შვილია. სამწუხაროდ მათი ოცნება მწარე რეალობასთან კონფლიქტშია. ფრენჩი ამბობს რომ, ისინი კარგად დამეგობრდნენ რამაც ფილმის წარმატებაც განაპირობა.
ფრენჩმა პროექტი განახორციელა ავღანურ-კანადური წარმოშობის პროდუსერთან არიელ ნასრთან ერთად. ლოს-ანჟელესში მოღვაწე რეჟისორი მარტინ რესმონდ როი რომელიც ფილმის პროდუსერია, მათ ფილმის სცენარის შექმნაში დაეხმარა.
„როი აცხადებს რომ ამგვარად, ისინი შეეცადნენ შეექმნათ მგრძნობიარე სცენარი, რომელიც ქვეყნის კულტურას წარმოაჩენდა მაგრამ ამავდროულად იქნებოდა ძალიან რეალისტურიც“.
ფილმის ავტორებს იმედი აქვთ რომ, ეს ფილმი ავღანეთის კინოწარმოების აღორძინებას წაადგება.
ორი ახალგაზრდა მსახიობისთვის ოსკარზე წარდგენა ჰოლივუდში გამგზავრებას ნიშნავს, ხოლო ფავად მუჰამადისთვის კი ერთგვარი შანსიცაა- შეხვდეს მის სათაყვანებელ მსახიობს სილვესტერ სტალონეს.
ოსკარის ნომინაციებზე გამარჯვებულების დაჯილდოვება კვირას საღამოს ჰოლივუდში კოდაკის კინოთეატრში გაიმართება, რომლის დარბაზში სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად ორი მოზარდი მსახიობიც იქნება ავღანეთიდან.