ჰოლივუდის ცნობილი სააგენტო ოსკარების ცერემონიის საზეიმო მიღებას აუქმებს და სანაცვლოდ “ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირის” და “საერთაშორორისო სამაშველო კომიტეტის” მხარდამჭერ აქციას გეგმავს.
“ნიჭიერთა გაერთიანებულმა სააგენტომ” გუშინ განაცხადა, რომ ლტოლვილების მხარდასაჭერად და სამოქალქო უფლებებისთვის მებრძოლ ორგანიზაციებს 250 000 ამერიკულ დოლარს გადაურიცხავს.
24 თებერვალს, ოსკარების ცერემონიის წინ, ლოს-ანჯელესში მსვლელობა გაიმართება, რომლის მიზანიც, ორგანიზატორების თქმით, “ანტი-იმიგრანტული” პოლიტიკის წიანაღმდეგ “ხმების გაერთიანებაა”.