ანგ ლის ოსკარი ფილმისთვის „პაის ცხოვრება“

ანგ ლიმ უკან ჩამოიტოვა სტივენ სპილბერგის ფილმი „ლინკოლნი“ და კიდევ სამი ცნობილი რეჟისორი
ტაივანში დაბადებულმა რეჟისორმა ანგ ლიმ კვირას ოსკარი საუკეთესო რეჟისურისთვის ფილმში „პაის ცხოვრება“ დაიმსახურა. ფილმი მოგვითხრობს ბიჭზე, რომელიც ღია ოკეანეში ნავზე ვეფხვთან ერთად მოექცევა. მან უკან ჩამოიტოვა სტივენ სპილბერგის ფილმი „ლინკოლნი“ და კიდევ სამი ცნობილი რეჟისორი. „ პაის ცხოვრებამ“ ოსკარი ასევე მიიღო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის, სპეცეფექტებისა და საუკეთესო გადაწყვეტისთვის. ანგ ლის ფილმი ინდოელ ბიჭზე რომელიც ნავზე ბენგალელ ვეფხვთან ერთად მოექცევა, არის ვიზუალური შედევრი. ლის სპეცეფექტებმა ოკეანე და ვეფხვი დინამიურ დამატებით პერსონაჟებად აქცია ფილმში და ცალკე ხასიათი შექმნა.
ანგ ლისთვის წარმატება დაგვიანებით მოვიდა.
პირველი აღიარება მან 1995 წელს ბრიტანეთში მოიპოვა, სადაც დაჯილდოვდა პრიზით ფილმისთვის „გრძნობა და მგრძნობელობა“.
მას შემდეგ მან სახელი გაითქვა, როგორც სხვადასხვა კულტურის ეკრანზე ნიუანსურად გადმოცემის რეჟისორმა.
1997 წელს მან გადაიღო ფილმი ნიუ იორკის მდიდრულ უბნებში მცხოვრები ღარიბი ადამიანების შესახებ.
1999 წელს კი მისმა ფილმა კი აღმოსავლური ორთაბრძოლების შესახებ საუკეთესო უცხოური ფილმების ნომინაციაში ოსკარი მიიღო.
თუმცა ლის კარიერის კულმინაცია იყო 2005 წელი, როდესაც მან გადაიღო ფილმი ორ ამერიკელ კოვბოიზე.ისინი გეები არიან , ერთმანეთი უყვართ და ამერიკის დასავლეთ შტატში ცხოვრობენ. ლიმ საკმაოდ მტკივნეული სიყვარულის ისტორია აჩვენა ამერიკული მეინსტრიმის გათვალსიწინებით. ფილმი წარდგენილი იყო, ოსკარზე თუმცა პრემია ვერ მიიღო. არსებობდა მოსაზრება რომ ამის მიზეზი მისი შინაარსი გახდა. თუმცა წელს ანგ ლიმ ოსკარი მაინც აიღო.
წლევანდელ ნამუშევარში ანგ ლიმ ფილმში „ პაის ცხოვრება“ ფოკუსირება მოახდინა ინდოელების ოჯახზე ,მათ რწმენაზე რომელიც ადამიანს ძალასა და სიმამაცეს ჰმატებს.